fbpx

ლელოს აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა, მერაბ ქურიძემ პარტია დატოვა და ხაზარაძეს მძიმე ბრალდებები წაუყენა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო“ ვეღარ მალავს თავის რეალურ ზრახვებს და ჩემთვისაც უკვე ნათელია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი არამედ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა,- წერს კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერი მერაბ ქურიძე.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი არჩევნების წინ, როდესაც ქვეყანას ბეწვის ხიდზე სიარული უწევს საზოგადოების წინაშე ღიად განაცხადოს, „ძლიერი საქართველოს“ მიზნები – რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება დაუშვებელია.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
რომლის თანახმადაც, ვტოვებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს”! არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო“ ვეღარ მალავს თავის რეალურ ზრახვებს და ჩემთვისაც უკვე ნათელია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი არამედ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა!!
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნების წინ, როდესაც საქართველოს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს საზოგადოების წინაშე ღიად განვაცხადო, ძლიერი საქართველოს მიზნების შესახებ, რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება დაუშვებელია! ახლა, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორ მხარეს დავდგეთ! რა თქმ აუნდა მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე!
აჭარისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას კი ,,ძლიერი საქართველოსგან” დამოუკიდებლად განვაგრძობ“,- წერს მერაბ ქურიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება