Mrbee

ლევან ხაბეიშვილი გამიზნულად ცდილობს სოფელ მუღანლოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას | xnews.ge

ლევან ხაბეიშვილი   გამიზნულად ცდილობს სოფელ მუღანლოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

გვინდა გამოვეხმაუროთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის  განცხადებას, თითქოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის   სოფელ მუღანლოს არ მიეწოდება წყალი, ლევან ხაბეიშვილი და მისი აქტივისტები გამიზნულად ახდენენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ,რაც პირველი შემთხვევა არ არის, არცერთი მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სოფელ მუღანლოსთან დაკავშირებით  არ შეესაბამება რეალობას! აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობასთან დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, სოფელ მუღანლოში  6 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.

დამატებით გაცნობებთ, რომ  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარე წელს სოფელ მუღანლოში დაიწყება საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და წლის ბოლომდე  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაასრულებს 5 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება