fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის ერთობლივი განცხადება – მალე სხვა ქვეყნებიც გამოხატავენ ჩვენ მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ჩამოანგრევს რადიკალების იმედს უცხოელებისგან მხარდაჭერის შესახებ

ის ფაქტი, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვერ შეჯერდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით-კონსენსუსი ვერ შედგა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მალე სხვა ქვეყნებიც გამოხატავენ ჩვენ მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ჩამოანგრევს რადიკალების იმედს უცხოელებისგან მხარდაჭერის შესახებ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკომისიის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება. ექსპერტის თქმით, ოპოზიციის იმედი საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის შესახებ კრახით არის განწირული. „ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა, მარტივად რომ ავხსნათ ყველა გადაწყვეტილებაც და მათ შორის განცხადებაც 27-ვე სახელმწიფოს კონსენსუსის შედეგად მიღება. ეს ნიშნავს, რომ ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი გადაწყვეტილება არ მიიღება. ჩვენს ქართულ კანონთან მიმართებით ზოგი ქვეყანა გვაკრიტიკებს, ზოგი ჩუმადაა, ზოგიც დიდ ქვეყნებს შეჰყურებს და იმის მიხედვით იქცევა, სხვათა შორის სხვის შემყურეები პოზიციას შესაბამისად იცვლიან კიდეც. ის ფაქტი, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვერ შეჯერდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით-კონსენსუსი ვერ შედგა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მალე სხვა ქვეყნებიც გამოხატავენ ჩვენ მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ჩამოანგრევს რადიკალების იმედს უცხოელებისგან მხარდაჭერის შესახებ. საგულისხმოა, რომ ყინული უფრო და უფრო იწყებს დნობას, ამ ფონზე ოპოზიციის იმედი საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის შესახებ კრახით არის განწირული. ჯერ რომელიღაც უცხოელი ამერიკელი ან ევროპელი გააკეთებს განცხადებას, სადაც იქნება მოწოდება დიალოგის ან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შესახებ (აქ „ქართულ ოცნებას“ თავი ქუდში აქვს, ოპოზიციისგან განსხვავებით საუბარიც შეუძლია და ღამღამობით ქუჩების გადასაკეტადაც არ დარბის!), მერე ჩამოვა რომელიღაც „შარლ მიშელი“, დაუტატანებს ოპოზიციასაც და ესენიც თავჩახრილი და შერცხვენილი ისევ პარლამენტს დაუბრუნდებიან“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება