fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი – ვისაც მიგაჩნიათ, რომ სუს-ს არ უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი ტერაქტი ან საქართველოს ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა უნდა დაეშვა, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში უნდა ჩართულიყო – სხვის შვილებს ნუ კი გაწირავთ, პირადად წადით უკრაინაში და იომეთ!

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება, რომლის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი, სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომლისთვისაც უმთავრესია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება. მისი თქმით, ის პირები, ვინც ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს არ ეთანხმება და თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველო უნდა ჩართულიყო, თავად უნდა წავიდნენ უკრაინაში საომრად.

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ სუს-ს არ უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი ტერაქტი ან საქართველოს ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა უნდა დაეშვა, ვისაც მიგაჩნიათ რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში უნდა ჩართულიყო ან უნდა ჩაერთოს, პირდაპირ გეტყვით და მოგიწოდებთ შემდეგს:
1) საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს სწორედაც პრაგმატულ პოლიტიკას და მისთვის უმთავრესი თავის ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა და თავის მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
2) დანარჩენმა ნაწილმა კი ვინც ხელისუფლების ამ პოლიტიკას არ ეთანხმება და არ მოსწონს, ვინც გინდა იყავით პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ ექსპერტი, მწერალი თუ ჟურნალისტი, ფერმერი თუ მუშა წადით უკრაინაში და იომეთ! სხვის შვილებს ნუ კი გაწირავთ, პირადად ნახეთ სიკვდილიც, სისხლიც და დასახიჩრებაც, ნახეთ თქვენი თვალით ნახეთ და დიახ, პირადად წადით იომეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ თქვენი ოჯახის წევრების წაყვანაც-დედების, მამების, ძმების, დების, ქმრების, ცოლების, შვილების, თავისთავად ცხადია საყვარლების წაყვანაც შეგიძლიათ ! ხოლო თუ ასე არ გინდათ, ასე არ გაწყობთ, მაშინ ერთი ადგილი დააყენეთ თქვენ მართლა უსამშობლო მავნებლებო!” – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება