fbpx



ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ

ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს.

როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, შსს დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე არ მუშაობს და პოლიციის პოლიტიზირება და წინასაარჩევნოდ გამოყენება ხდება.

ნაცვლიშვილი პოლიტიკური გაკოტრების წინაშე მდგარი „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ მავნე პრაქტიკას, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს იყენებს ვიწრო პარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის. იმის ნაცვლად, რომ შსს და მინისტრი დაკავებული იყოს სწრაფი გამოძიებით, დაკავებულია საარჩევნო პროცესში შსს- ის ჩართვით. ამას მოწმობს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად კონცელიძის დასახელება. აჭარაში უკვე იწყება შსს- ს თანამშრომლების კონცენტრაცია არჩევნებისთვის. ამიტომ მოვითხოვთ შს მინისტრი ვახტანგ გომალაურის გადადგომას, რადგან ვერ ართმევს თავს დანაშაულის პრევეცენციას და სწრაფ გახსნას და ახდენს პოლიციის პოლიტიზირებას, რაც დამანგრეველია სახელმწიფოსთვის და დემოკრატიული პროცესისთვის,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი თქმით კი, შსს- მ თავის ფუნქცია დაკარგა და ამას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც მოწმობს.

“როცა შსს-მ შეიძინა ფუნქცია, რომელიც მისი ფუნქცია არ არის და ეს ქვეყანას ანგრევს, ანგრევს ასევე საზოგადოების დამოკიდებულებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, იკარგება ნდობა. როცა ადამიანებს უჩნდება განცდა, რომ ისინი დაცულები არ არიან, ქვეყანაში იქმნება პრობლემები და ეს აისახება თითოეულ ჩვენგანზე. იმ დროს, როცა შსს უნდა ცდილობდეს საზოგადოების ნდობა დაიბრუნოს, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, დაქირავებულ ტროლებს სოციალურ ქსელში, კონტროლირებად სახელისუფლებო მედიებს, უფრო მეტიც, შსს-ის ხელმძღვანელობის მთელი გონება მოქცეულია იქითკენ, როგორ გაიყვანონ “ქართული ოცნების” მაჟორიტარები და როგორ გახდნენ ისინი პარლამენტის წევრები. თუ შსს არ შეწყვეტს ღიად, არჩევნებში ჩარევას, დავდგებით ძალიან მძიმე შედეგების წინაშე, ამის გატარებას არავინ აპირებს,”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია