fbpx

ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია POS TV-ი დატოვა

ლაშა ნაცვლიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია POS TV-ში საქმიანობას აღარ გააგრძელებს. მისი თქმით, “ბრძოლას ახალ ამპლუაში განაგრძობს.

აღნიშნულის შესახებ ნაცვლიშვილმა “ფეისბუქზე” . დაწერა მისივე სიტყვებით, “ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები” ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის ტელევიზიიდან “გაიქცა”, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“გარწმუნებთ, “პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული.

ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!” — აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” პიარკონსულტანტად საქმიანობდა, 21 თებერვალს განაცხადა, რომ “დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით” ბრუნდებოდა ტელეკომპანია POS TV-ში. ის ასევე, წერდა, რომ ტელევიზია “უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით” დაიცავდა “2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს”.

ამჟამინდელ პოსტში ის არ აკონკრეტებს, რატომ ტოვებს ტელეკომპანიას იქ დაბრუნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ 2017 წელს დარეგისტრირდა. რეესტრში ატვირთული ბოლო დოკუმენტაციის მიხედვით, მისი აღმასრულებელი დირექტორი თემურ ჭარელაშვილია. მესაკუთრეები კი არიან: ნუგზარ რუხაძე 16%-იანი წილი; ზვიად ბლიაძე 16%-იანი წილი; შალვა რამიშვილი 24%-იანი წილი; ანა შენგელია 8%-იანი წილი, ვახტანგ კომახიძე 8%-იანი წილი და თემურ ჭარელაშვილი – 28%-იანი წილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება