fbpx



კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა დეკემბერში უკვე ხელმისაწვდომი იქნეს- ენტონი ფაუჩი

ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, PFIZER-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაივლის შემოწმებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას და თუ დადასტურდება, რომ იგი რეალურად არის უსაფრთხო მოხმარებისთვის, ნოემბრის ბოლოდან და დეკემბრის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი გახდება ფართო გამოყენებისთვის.

ფაუჩის აზრით, ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცეფტული კომპანიის მიერ დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის ნებართვას მომავალი კვირიდან მიიღებს.

„თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც გვაქვს დაგეგმილი, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი რაოდენობა უკვე ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან გვექნება. ვაქცინა და მასობრივი აცრები კი სრული დატვირთვით ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე აუცილებლად იქნება“- განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსნებთ, რომ ამერიკულმა ფარმაცეფტულმა კომპანია ფაიზერმა და გერმანულმა ბიონტექმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ კვლევების შემდეგ მათ მიერ წარმოებულმა ვაქცინამ მდგრადობისა და საიმედოობის 90 %-იანი სანდოობა და ეფექტურობა აჩვენა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია