fbpx

კობა კობალაძემ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

კობა კობალაძემ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

მიმდინარე წლის 6 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში თავისი გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, მალხაზ თორიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ყველა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს აწუხებთ სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით; ხაზი გაესვა ვეტერანთა ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებაში და მათი პოტენციალის სწორად დაგეგმვასა და გამოყენებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ეს გამოწვევა სამსახურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტურად დაიძლევა.

მალხაზ თორიამ კობა კობალაძეს რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიმართულებით:

„ დღეს არის გეგმიური გასვლა; დავიწყეთ სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, რათა ადგილზე გავეცნოთ იმ პრობლემატიკას, რომელიც ჩვენ ვიცით_ ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. ამავე დროს, დავსახოთ გეგმები და პერსპექტივები, თუ რა გზით ვიაროთ, რომ ხარისხიანად მოხდეს ვეტერანთა ჩართვა საზოგადოებრივ საწყისებზე, ყველა იმ მიმართულებებზე, რითაც შეიძლება, ვეტერანების პოტენციალის სწორად დაგეგმვა და გამოყენება. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო რწმუნებულს ამ რეგიონში, რამეთუ თანხვედრაში, გააზრებულად, შედეგით დამთავრდა ჩვენი ვიზიტი და დავგეგმეთ შემდგომი აქტივობები ამ მიმართულებით’’,_ განაცხადა შეხვედრის შემდეგ კობა კობალაძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება