fbpx



კობახიძე, მდინარაძე, სააკაშვილი და ბოკერია სხვაგან იმღერებთ “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”- ს!”-ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ინაშვილი საკუთარ პოსტში წერს, ხალხმა ირაკლი კობახიძეს არ უნდა ენდოს

“ირაკლი კობახიძე დღეს მგზნებარედ ლაპარაკობს ნაცმოძრაობის აკრძალვის შესაძლებლობებზე. ეს მაშინ, როცა პატრიოტების რეზოლუცია ჩააგდო. რა მიზეზი არ მოვისმინე მაშინ. მეტს გეტყვით, შევთავაზე, რომ თავად “ქართულ ოცნებას” შეედგინა მსგავსი რეზოლუცია და ჩვენ დავუჭერდით მხარს. არა, ეს არ გააკეთეს და ახლა, არჩევნების წინ გაახსენდა, რომ ნაცმოძრაობა უნდა აკრძალოს. ის ნაცმოძრაობა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით, წლების მანძილზე იცავდა, აცოცხლებდა და მთავარ ოპონენტად ინარჩუნებდა, რომლის გარეშეც კობახიძეს პოლიტიკური არსებობა ვერ წარმოუდგენია.

არ ენდოთ ისეთ ხალხს, როგორიც კობახიძეა. ისინი ბევრჯერ გაგაცურებენ და მაინც ნაცმოძრაობას დაგიტოვებენ. ახლაც იგივე ღალატს გეგმავენ. თვალი გაახილეთ. ვითომ სააკაშვილ-ბოკერიას ებრძვიან, მაგრამ მათ თავზე დასმას გვიმზადებენ.

ეგ “დანა გულს ვის გაუპობს”, ამას ქართველი ხალხი გაჩვენებთ. მერე კობახიძე, მდინარაძე, სააკაშვილი და ბოკერია სხვაგან იმღერებთ “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”- ს!”, – წერს ირმა ინაიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ასაკრძალად სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია