fbpx

კვირიკაშვილის და გახარიას მმართველობის პერიოდში გაკეთებულ უკანონო მოსმენებზე ღარიბაშვილს თხოვენ პასუხს-სანდრო ბრეგაძე

სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.

“საინტერესო და აღმაშფოთებელი მარაზმი იცით რა არის ? კვირიკაშვილის და გახარიას მმართველობის პერიოდში გაკეთებულ უკანონო მოსმენებზე ღარიბაშვილს თხოვენ პასუხს, თან ვინ – კვირიკაშვილ-გახარიას გუნდის წევრები !!! აბსოლიტური უმრავლესობა ამ უკანონო ჩანაწერებისა გაკეთებულია 2015-2020 წლებში, მაშინ როდესაც ღარიბაშვილი დისტანცირებული იყო პოლიტიკისგან (მითუმეტეს ხელისუფლებისგან) ხოლო ქვეყანას მისი პირადი პოლიტიკური მტრები კვირიკაშვილ-გახარია მართავდნენ.ანუ რა აბსურდი გამოდის ? ღარიბაშვილმა უნდა აგოს პასუხი მისი პირადი მტრების მიერ განხორციელებულ დანაშაულზე ? ამიტომ მეგობრებო – თუ ეს უკანონო ჩანაწერები ავთენტურია, მაშინ პასუხი იმ პრემიერ-მინისტრებს (ქვეყნის პირველ პირებს) მოთხოვეთ ვის დროსაც ხდებოდა ამ მარაზმატიკული ჩანაწერების გაკეთება და არა ღარიბაშვილს, რომელიც ამ დროს სახლში გახლდათ, არ ერეოდა პოლიტიკაში, არავინ ეკითხებოდა ვის მოუსმენდნენ – ვის არა !!! ესაა სიმართლე და თვალნათელი ჭეშმარიტება !!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია