fbpx

კელი დეგნანის განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვების ინიციატორი ის ყოფილა

კელი დეგნანის განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვების ინიციატორი ის ყოფილა. მან განაცხადა, რომ იხელმძღვანელა საჯარო წყაროებით, ანუ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით. რამდენად სანდო და ფაქტებით გამყარებულია ეს ინფორმაციები, როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე, ამაზე კვლავ არაფერი ითქვა, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

„მიმაჩნია, რომ აშშ-ის ელჩის ეს ინიციატივა მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობას და შემდგომ განვითარებას, არამედ უფრო რეალურად მოემსახურა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას. ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გაიზარდა 12 პუნქტის შესრულების პროცესში შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და პოლარიზაცია“, – აცხადებს ქადაგიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება