fbpx

კახა კუჭავამ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა უკვე მეორედ ჩამოგლიჯდერ ევროკავშრის დროშა აღმართა.კუჭავა აღნიშანვს, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა მიუღებელია.“ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან”,- წერს კუჭავა.გუშინ, პარლამენტის წინ აქცია “თავისუფლებისთვის” გაიმართა. მასში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ, როგორც ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც.

აქციას შეუერთდა “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები, რომლებსაც გუშინ 5 ივლისს “ღირსების მარში” უნდა გაემართათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება