თბილისის მერის განცხადებით, ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინცარ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ ევროსაბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის დატოვებასა და მიმდინარე მოვლენებთანდაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.მერის თქმით, ყველა ხედავდა, როგორ ორგანიზებულად მიდიოდა შეტევა„ქართულ ოცნებაზე.„ყველაფერი არის ძალიან მარტივად: ის ადამიანები რასაც ეტყვიან, რასაცუბრძანებენ, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, როგორ ორგანიზებულადმიდიოდა შეტევა „ქართულ ოცნებაზე“, არჩევნების პერიოდში როგორ ერეოდნენ.ახლა თვითონ არ მოსწონთ, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებენგანცხადებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავიანთქვეყანაში და გამოდიან შეწუხებულები, როგორ შეიძლება თურმე არჩევნებშიჩარევა. სამარცხვინოები არიან უბრალოდ, რადგან საარჩევნო კამპანიის დროსპირდაპირ გაჩაღებული კამპანია ჰქონდათ და ერეოდნენ. ეს არის უსამართლობა,რასაც ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველა თაღლითსგაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდქვეყნის გარეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.