კახა კალაძე: ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს

„ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზეწარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმამედიასთან ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით გარედან მითითებებსელოდება, თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებში, ხალხის თანადგომით,“ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.„რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ გაერთიანებულები, ამას არსებითიმნიშვნელობა არ აქვს. მათ პატრონებს ჰქონდათ სურვილი, რომ ერთი პლატფორმაშეექმნათ, ყველა გაერთიანებულიყო, მაგრამ ცხადია, ეს არ გამოსდით. დროერთმანეთის ლანძღვაში გაჰყავთ. ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევეგაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არაქვს.რაც შეეხება არჩევნებს, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება,რას გადაწყვეტენ. ცხადია, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ, რადგანსაკუთარ თავს არ ეკუთვნიან. შესაბამისად, ელოდებიან, რა მითითებები იქნებაგარედან. მათ არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ქართველიხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ იქნება გამარჯვებული ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება