„ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არისწარმოდგენილი, ერთად დგომით უნდა დავამთავროთ“, – ასე ეხმაურებაჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი სოციალურ ქსელში სპეცრაზმელებისვინაობისა და ფოტოების გავრცელების ფაქტებს.კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანების მისამართით წარმოუდგენელი ზეწოლადა შეურაცხყოფა ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.„ეს ფაშისტების ხელწერაა. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენსსაზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არის დღეს წარმოდგენილი, ჩვენ ყველაშემთხვევაში ერთად დგომით უნდა დავამთავროთ. კატეგორიულად მიუღებელია,რომ როდესაც ვიღაცას სხვა მოსაზრება აქვს ამა თუ იმ საკითხზე, ამ ფორმითაბულინგებდე, შეურაცხყოფას აყენებდე, უვარდებოდე. უამრავი ადამიანი არისასეთი ბულინგის მსხვერპლი. ბევრი ვერ უძლებს, თუმცა ჩვენ ყველაფერსგავაკეთებთ, რომ ეს ბულინგი დასრულდეს. უამრავი შემთხვევაა სოცმედიაშიც,განცხადებების დონეზეც, წარმოუდგენელი ზეწოლა და შეურაცხყოფა ხდება ამადამიანების მიმართ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.