fbpx

კახა კალაძე – საბედნიეროდ, ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც მნიშვნელოვანია

საბედნიეროდ, ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა  კახა კალაძემ„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  ნიკა მელიას ს დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელმა დღემ ცხადყო, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე შეთანხება არაა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემლობას იწვევს. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ყველაზე დიდი პრობლემაა ეს არის რადიკალიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად, გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. არასწორია, თითქოს, ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა  კახა კალაძემ

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია