„მართალია, პროცესები გარედან იმართება, არის პირდაპირი განცხადებები, მაგრამ ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.კითხვაზე, იმართება თუ არა საქართველოში პროცესები გარედან, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიები და რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება.„არის პირდაპირ ფაქტები, განცხადებები, ქმედებები. კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები, რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს,როგორ უნდა დაიშალონ და ა.შ. ყველაფერი ცხადია. რაც არ უნდა მოხდეს, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენდავამთავრებთ ამ ქვეყანაში აგენტურას და იმ მოღალატეების ბოგინს, რომლებიცქვეყანას და მის ევროპულ მომავალს აზიანებენ. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა,მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმ კონკრეტულ შედეგებს,რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ, საქართველოს ხელისუფლება დაამთავრებს ევროკავშირში გაწევრიანებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, კახა კალაძის თქმით, ესხდება იმის გამო, რომ მოწოდებების მიუხედავად, საქართველო ომში არ ჩაერთო.„ყველაფერი ხდება ორი მიზეზის გამო – საქართველოს ხელისუფლება ატარებს დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. სხვა დანარჩენი კი არის აბსურდი. ის, რომ ჩვენ არდავიწყეთ ომი და დღეს, რომ სისხლში გათხვრილები არ ვართ, ომსა დაუბედურებაში არ ვართ და ქვეყანა თავზე არ გვენგრევა, ამის გამო ხდება ესყველაფერი. სხვა ქვეყნის ლიდერებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ.მე მტერს არ ვუსურვებ ისეთ შეხვედრებს, ისეთ წითელ ხალიჩებზე სიარულს დაისეთ ხელის ჩამორთმევას. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინელი ხალხის თავსხდება. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და ქვეყანას აარიდა ის უბედურება, რაცდღეს უკრაინაში ხდება. დღეს, ჩვენი ახალგაზრდები ევროპაში სასწავლებლადმიდიან და ამის ნაცვლად მოუწევდათ ომში წასვლა, რადგან პირდაპირმოწოდებები იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.