„ჩვენთვის მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბორისპაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებითმედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კითხვაზე, მიმართა თუ არა „დინამო არენას“ ადმინისტრაციამ თბილისის მერიასრეაბილიტაციასთან დაკავშირებულ რაიმე სახის ნებართვაზე, კახა კალაძის თქმით,მიმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობა იქნება.„პროექტი როდესაც მზად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელსშევუწყობთ. მართლაც მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონის გამართულადფუნქციონირება, რადგან ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს“, – აღნიშნა კახაკალაძემ.