fbpx

კახა კალაძე: მივმართავ ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკანპოლიტიკური პარტიები იდგნენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, მას შემდეგ რაც საგამოძიებო უწყებამ პარტიული ოფისები თუ ბინებიგაჩხრიკა და გარკვეული ნივთები ამოიღო, საპროტესტო აქციებს ძალადობრივიხასიათი აღარ აქვს.„ამ ყველაფრის შემდეგ ძალადობა შეწყდა. გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახეთრამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ახალგაზრდა ქვებს იღებდა დაპოლიციელების მისამართით ისროდა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამასაუცილებლად დასჭირდება შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ დადასტურდაის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ.ლიდერები არ ჩანდნენ, თავიანთ ოფისებში თბილად იყვნენ მოკალათებულნი,ცხელ ყავას და ჩაის მიირთმევდნენ, ზოგს ცხელი შოკოლადიც ჰყვარებია,ახალგაზრდებს კი სწირავდნენ იმისთვის, რომ 4, 7 და 9-წლიანი პატიმრობაშეეფარდოთ. ისინი ყველაზე ბოროტი ძალა, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანებიარიან. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ“, – განაცხადათბილისის მერმა.ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა მთავრობის მეთაურისა და პარლამენტისთავმჯდომარის მოწოდებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომკონსტრუქციულ ჩარჩოებში დაბრუნდნენ. როგორც მან აღნიშნა, იმედი არ აქვს, რომამ მოწოდებას გაიზიარებენ.„მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები ჩვენს მოწოდებას გაიზიარებენ, რადგან მათიქმედებები სიძულვილით და ბოროტებით არის გაჯერებული. შეიძლება ვიღაცებსაქვთ სურვილი, რომ ნორმალურ ჩარჩოებში განაგრძონ პოლიტიკური ცხოვრება,მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ გარედან. ისინი ხომ აგენტები არიან დაგარედან წამოსულ დავალებებს ასრულებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება