კახა კალაძე: მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავიარო ნარკოშემოწმება

„ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას და ადამიანების დახმარებას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მედიასთან ისაუბრა.„ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. გვინდა ადამიანებს დავეხმაროთ,სწორედ ეს არის ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი.გვინდა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა დაპოპულარიზაციას, დავეხმაროთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მხარში ამოვუდგეთ მათ და, ზოგადად, გვინდა შეიცვალოს საზოგადოებაში დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი“, – განაცხადა თბილისის მერმა.ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა თავად გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, როგორც ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმ ალიდერმა, საბა ბუაძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, კახა კალაძემ განაცხადა: „ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუმცა, საბა ბუაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს.“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება