fbpx

კახა კალაძე: ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი შრომის შედეგია, რომელსაცნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელსხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაცეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდდიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს.ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათიგამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე არის დიდიწარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველეტაპზე, ჯგუფიდანაც გავალთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენმაფეხბურთელებმა, ნაკრების თითოეულმა წევრმა, სახელმწიფოს ხელშეწყობითმიაღწია. მე ყოველთვის გვერდით ვუდგავარ ქართულ ფეხბურთს. ყველაფერსგავაკეთებ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და საქალაქო სამსახურებისჩართულობით, მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდეს“, -განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, ნაკრების წევრებს დაფასება და კიდევ უფრო მეტიმხარდაჭერა სჭირდებათ.„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტისთავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართესპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვისსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთისფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ძალიანსამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას. მინდა,მთელი გულით ვუსურვო მათ გამარჯვება და წარმატება ევროპის ჩემპიონატში“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება