„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმამედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი და როდესაცმსგავსი სიმახინჯე გებრძვის, ამაყი უნდა იყო.„როდესაც უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. „დიფ სთეითი“არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია. მათი მთავარი სურვილი იყოსასამართლოს ხელში ჩაგდება, რაც უკრაინაში მოახერხეს, რაც რუმინეთშიმოახერხეს. მოგწონთ ის, რაც რუმინეთში მოხდა? საკონსტიტუციო სასამართლომსაპრეზიდენტო კანდიდატი ჩახსნა და არჩევნები გააუქმა. ამას საფუძვლადდაუდეს ის რომ, ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალურ მედიაში უფრო იაქტიურა.ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია. როდესაც მსგავსი სიმახინჯეგებრძვის, პირიქით ამაყი უნდა იყო.„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“. მათ შორის, ჯიმ რიშიც მათიწარმომადგენელია. „დიფ სთეითს“ დღეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყანაში ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული. ახლად არჩეულიპრეზიდენტის მთავარი დაპირებაა, რომ „დიფ სთეითს“ დაამარცხებს. ჩვენ ყველამოლოდინის რეჟიმში ვართ, ვაკვირდებით მოვლენებს. ტრამპს ორი პრიორიტეტიჰქონდა. პირველი – უკრაინაში ომის დასრულება. ეს პროცესები მიმდინარეობს;მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება და ესეც მიმდინარე პროცესია. ჩვენ „დიფსთეითის“ დამარცხებას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ. ურთიერთობებიგადატვირთული და ნორმალიზებული გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.