„არანირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაფუჭდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ის კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო,არც ანტიდასავლურია და არც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება.„ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაედგასანტიდასავლური, ანტოევროპული ან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. რუსულიკანონი არ არსებობს, ეს არის ტყუილი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდგამჭვირვალობაზე, რაც ძალიან კარგად იცით. ე.წ. რუსული კანონი, რასაც თქვენეძახით, არის თავსმოხვეული და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან.ეს არის ქართული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს -გამჭვირვალობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა და ის შედეგები, რომელიცმმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო, ქვეყნის ევროინტეგრაციითდასრულდება.„საქართველოში იქნება მშვიდობა. ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენი ქვეყნისმოსახლეობას. სამწუხაროდ, მშვიდობა ყველას არ უნდა. მოვისმინეთ კონკრეტულიგანცხადებები, ვიხილეთ ქმედებები და ახლა იმის გამო, რომ „მესიჯბოქსი“შეცვალეთ, ეს არ გამოგივათ, რადგან ყველაფერს ვხედავთ, გვახსოვს, რასაცამბობდით და ქადაგებდით. ჩვენ ვართ ერთდერთი პოლიტიკური ძალა, ვინცქვეყანაში შეინარჩუნებს მშვიდობას, მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურგანვითარებას, წინსვლას და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგს, რომელიც„ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ქვეყანას, ევროინტეგრაციით დაასრულებს“, -აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, კახა კალაძემიიჩნევს, რომ თანამშრომლობის გაფუჭების არანაირი საფუძველი არ არსებობს,რადგან მოქმედი ხელისუფლება თანამშრომლობისთის მზადაა.