fbpx

კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილიური დიაგნოზი არ დაუდასტურდა-ზურაბ ფაღავა პროფესორი

ზურავ ფაღავა პროფესორი: კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა, სახეზეა ვესტიბულოპათია “თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს,”- ზურაბ ფაღავა. ექიმების თქმით, თბილისის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა. “ბატონი კახის დღევანდელი სამუშაო დიაგნოზია ვესტიბულოპათია, რომელიც განპირობებულია მისი სპორტული წარსულით, ასევე, დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმით. იგი არ საჭიროებს არანაირ ქირურგიულ კორექციას. ბატონი მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა,”- პროფესორი მამუკა ბოკუჩავა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია