გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. მათმა უმრავლესობამ, 60%-მა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო
გრანტი. მათ შორის, კურსდამთავრებულთა 12%-მა მოიპოვა 100%-იანი გრანტი,
15%-მა მიიღო 70%-იანი გრანტი, ხოლო კადეტების 33% დაფინანსდება 50%-იანი
გრანტით.
ლიცეუმის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ ერთიან
ეროვნულ გამოცდებს, რასაც ხელს უწყობს სწავლების მაღალი ხარისხი,
სასწავლებელში არსებული ჯანსაღი გარემო, მასწავლებლებისა და
სერჟანტ-ინსტრუქტორების გუნდური მუშაობა, ასევე, ინფრასტრუქტურული და
მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზა.