fbpx



ჩვენც გვიყვარდა, ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, ასე არ ვიმეტებდით ერთმანეთს! ნინო ჯღარკავა ჟურნალისტი

ეს დღეები სულ გიორგი შაქარაშვილზე და იმ წვეულებაზე მეფიქრება,გიორგი ფიზიკურად აღარ არის, თორემ ის 49 ახალგაზრდა მთელი ცხოვრება დაღდასმული ივლის,ვერ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს ,ვერ შეირგეს ის საღამო,დარწმუნებული ვარ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ის გოგონაა, ვისი იუბილეც იყო,საერთოდ ყველა ჩხუბი გოგოს გამო იწყება და მერე ისჯება სრულიად უდანაშაულო, სხვა,გამშველებელი,ჩვენც ვიყავით თქვენი თანატოლები,ჩვენც მოგვწონდა, გვიყვარდა, ვჩხუბობდით,ვრიგდებოდით, ასე არ ვიმეტებდით ერთმანეთს, დიახ, 90იანების თაობა ვარ,არ მახსენდება ჩემი ან ჩემი მეგობარი გოგონების პროვოცირებული ჩხუბი,პირიქით, მუდამ ვუფრთხილდებოდით მეგობარ ბიჭებს, არასდროს მიგვიტოვებია ნასვამ მდგომარეობაში, ჩემი მეგობრების დედები მუდამ მშვიდად იყვნენ როცა მე ვიყავი მათ გვერდით, 90იანებს ისე გვაძახებენ, ნეტავ ისეთი სიყვარული და მეგობრობა შეგეძლოთ,როგორც ჩვენ ვიცოდით, ჩემს გამო, ჩემი ძმის მეგობრებსაც უჩხუბიათ, ძმაკაცის დის ინსტიტუტი მუშაობდა მაშინ,მაშინაც მათ გვერდით ვიყავი და ჩხუბიც კი კონტროლის ქვეშ იყო, იარაღს ვინ იხმარდა ,მერე შერიგებები იწყებოდა და სუფრით მთავრდებოდა, ასეთი იყო თბილისური, უბნური ჩხუბები, დამეთანხმებიან ჩემი სტუდენტობის მეგობრები ,ახსოვთ ის ისტორიები კარგად! ისევ გოგოები ვყოჩაღობდით და ბიჭებს ვეფოფრებოდით, იმიტომაც იყო ნამდვილი მეგობრობა გოგოსა და ბიჭს შორის,არცერთი ჩემი ძმაკაცი არ დამიკარგავს,მერე შვილებს ვუნათლავდით ერთმანეთს და ასე მოვედით დღემდე.

გოგონებო, ლამაზებო, კარგებო, ნუ გაიმეტებთ თქვენს მეგობრებს სასიკვდილოდ,ნუ ითამაშებთ გრძნობებზე, ის ერთი, სატრაბახო ისტორია, შეიძლება ხვალ,საბედისწეროდ გექცეთ!

ნინო ჯღარკავა, ჟურნალისტი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია