fbpx

ისანში აქციაზე დაკავებულია ქალბატონი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს

ისანში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბინების დაკანონებას ითხოვს.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ერთი პირი საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასვეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულია აქციის მონაწილე ქალი.

„დაკავებულია ქალბატონი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და წინააღმდეგობას გვიწევდა, ცდილობდა გზა გადაეკეტა. გადაყვანილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში“,- განაცხადა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალურ მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, ხელისფლების მიდგომა გაუგებარია.

„იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებიდან ვინმე მოსულიყო და ამ ადამიანებს გასაუბრებოდა, გამგეობიდან, ან კანდიდატი, რომელიც დადის სკვერ-სკვერ. გამწარებული ხალხია, აქ არის ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი. ამის მაგივრად ახლა ადამიანებს აკავებენ. უბრალოდ, არ მესმის სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა, როდესაც ამ რაიონს აქვს გამგეობა და არიან პასუხისმგებლები, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია