fbpx

ირმა ნადირაშვილის მეუღლის სასტუმრო ლიკანში

ამ სასტუმროს 20 პროცენტიანი წილის მფლობელი გახლავთ ,,,ევროპული საქართველოს,, წევრის ირმა ნადირაშვილის მეუღლე დავით დაღელაშვილი.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ნაკრძალთან ახლოს, 2020 წლის ოქტომბრიდან გაიხსნება Best Western Hotels & Resorts-ის  ქსელში შემავალი კიდევ ერთი ახალი  სასტუმრო საქართველოში.

60 ნომრიანი სასტუმროს პროექტის განხორციელების საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროს მიწა და შენობა 100 პროცენტით შპს „ჰოტელს დეველოპმენტ კომპანის”  მფლობელობაშია, რომელიც დავით კაკიაშვილს ეკუთვნის. Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია Capitol HPS-ს დირექტორმა გოჩა ჯაიანმა „კომერსანტთან“ განმარტა, რომ ეს იქნება ამ ქსელში შემავალი რიგით პირველი სასტუმრო ბორჯომ – ლიკანში და მერვე საქართველოში. დღეისთვის მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტზე, რომლებიც იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.  Best Western Hotels & Resorts -ის სასტუმროების საერთაშორისო  ქსელთან მოლაპარაკების შედეგად სასტუმრომ მოიპოვა Best Western Plus-ის სახელის გამოყენების უფლება.

გაუზიარე!

Shares