fbpx

ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ზუგდიდელებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, ზუგდიდის და ზუგდიდელების მხარდამჭერი და ხმა იქნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.
თავდაცვის მინისტრობამდე, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება