fbpx

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვება ტელეფონით მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვება ტელეფონით პირადად მიულოცა.

„პირველი ოქრო! ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ლაშა ბექაური პრემიერ-მინისტრის მსგავსად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდანაა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში საქართველო 35 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება