fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე და განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები გვაქვს.

ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები და მე მათ რა თქმა უნდა პასუხი გავეცი. ასევე ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია იგივე რჩება – რაც შეიძლება მოკლე დროში ჩენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება