fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს შეუძლია მიაღწიოს შედეგებს მედიაციის პროცესში. 2 წლის წინ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ შუამავლობა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას საქართველოს მიერ განხორციელებულ მედიაციის პროცესზე, ასევე, მოლაპარაკებებისას მშვიდობიანი დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„2 წლის წინ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მედიაცია, შუამავლობა. ეს იყო მედიაციის ერთ-ერთი პრეცედენტი, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად, როდესაც 15 ტყვე გაათავისუფლა აზერბაიჯანმა ქართული შუამავლობით და სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკა. საქართველოს შეუძლია მიაღწიოს აღნიშნულ შედეგებს. ნდობა აქ გადამწყვეტია, რადგან თუ ვინმე შუამავლობას, მედიაციას სთავაზობს, ორივე მხარე უნდა ენდობოდეს მას. თუ ნდობა არ იქნება, წარმატებული შუამავლობა არ იქნება.

იანვარში, დავოსში გავაკეთე განცხადება, რომ შესაძლოა, მხარეები არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ თანამშრომლობა უნდა არსებობდეს. მოლაპარაკების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე მშვიდობა არ დაისადგურებს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება