fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების სამიტზე, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე − „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ − სიტყვით გამოვიდა.

მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურებმა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება