fbpx

ირაკლი ქადაგიშვილი: მთავარი ამოცანა არჩევნების ხარისხიანად, ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის დღეს არის სწორედ ის, რომ ცესკო იყოს ფუნქციონირებადი

2020 წლის საბოტაჟის შემდეგ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ ეს წესი მიგვეღო, რომელზეც საჭირო 100 ხმა ვერ გროვდება და უკვე ორ წელზე მეტია ცესკოს წევრები არ არიან დაკომპლექტებულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება

„მთავარი ამოცანა არჩევნების ხარისხიანად, ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის დღეს არის სწორედ რომ ცესკო იყოს ფუნქციონირებადი“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება