ხელოვანთა მხარდაჭერისთვის შემდეგი 4 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარი გვექნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გასული წლების განმავლობაში.
„ამ მიმართულებით დაახლოებით 130 მილიონი ლარის ინვესტიცია არის გათვალისწინებული მომდევნო 4 წლისთვის. ხელოვანთა მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვსაუბრობ მხოლოდ პრიორიტეტულ საკითხებზე და საშუალოდ 30 მილიონი ლარი გვექნება გათვალისწინებული სპეციალურად ხელოვანთა მხარდაჭერისთვის შემდეგი 4 წლის განმავლობაში. საუბარია საშუალოდ 30 მილიონზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.