fbpx

ირაკლი კობახიძე – ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში

„შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანანამშრომლობას.

„შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანანამშრომლობას. შევეხეთ პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროს, გვქონდა ძალიან დეტალური, პროდუქტიული განხილვა, მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება