fbpx

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის „ენჯეოების“ ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად

ჩვენთვის „ენჯეოების“ ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში სათანადოდ ვიმოქმედებთ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთერთი რეკომენდაცია უკავშირდება იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებით არ არჩევას, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. „ეს არის რეკომენდაცია, ერთხელ რომ არის არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრი, განმეორებით ზედიზედ აღარ ავირჩიოთ, თუმცა, ვენეციის კომისია იქვე მიუთითებს, რომ ეს განმეორებით არჩევა მიღებული პრაქტიკაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით ვიღაცეები ამბობენ, რომ იქ არის კორპორატივიზმის პრობლემა, ამიტომ, რაც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დამკვიდრებული, იქნებ თქვენ არ გააკეთოთ. ეს არის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. ეს არის რაღაც მიზანშეწონილობის თემა, რომელიც ეფუძნება პირდაპირ ვიტყვი, ენჯეოების მიერ გავრცელებულ ჭორებს, უხეში ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჭორიც არ არის, ეს არის მიზანმიმართული სტიგმატიზაციის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ მთელი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ენჯეოების ეს ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, სათანადოდ ვიმოქმედებთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება