fbpx

ირაკლი კობახიძე -ქართული საზოგადოება უკვე იმდენადგამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით და ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით  ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან  კარგად ჩანს

დღეს ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ის რეიტინგიც  კი მთლიანობაში განახევრებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რაც ჰქონდა თუნდაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. 

„ყველაფერი წერია ცნობილი აკერმანის სახელმძღვანელოში, გუშინაც გაათამაშეს ერთ-ერთი სცენა, რომ ვითომ ახალდაქორწინებული წყვილი მივიდა აქციაზე. მანამდე იყო ტუჩსაცხის წასმა, ყვავილების მიტანა და ა.შ. ეს ყველაფერი პირდაპირ წერია აკერმანის სახელმძღვანელოში. შეგიძლიათ, აიღოთ უამრავი მაგალითი სხვადასხვა ქვეყნიდან – უკრაინა, მაკედონია და ა.შ. ყველა ქვეყანაში ამას იყენებენ. სინამდვილეში მთავარი მიზანი რა არის, რომ ამ რიტუალებით ხდება პროტესტის ძალადობრივი ბუნების გადაფარვა, ეს გადაფარვის მცდელობაა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ძალადობას ყველა ხედავს, თუმცა აფრიალებენ შემდეგ ამ რიტუალებს სოცმედიაში, ტელევიზიებში და ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ იქ მისული არიან არა მოძალადე ადამიანები, არამედ გულწრფელი ახალგაზრდები, რომლებიც ხან ტუჩსაცხს ისვამენ, ხან ყვავილები მიაქვთ პოლიციელთან, ხან დროშას გაშლიან და ა.შ. ყველაფერი ზედმიწევნით წერია აკერმანის სახელმძღვანელოში. ამით ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. ისეთი რაღაცები აქვს ქართულ საზოგადოებას გამოვლილი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შემდეგ „ნაცმოძრაობის“ დროს, შემდეგ პერიოდში ათასი რთული პროცესი იყო, იმდენად გამოცდილია უკვე ქართული საზოგადოება, პომადებით და ყვავილებით, ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ. ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. გუშინაც ნახეთ, რამდენად უსუსური ძალადობის მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, მივიდა 2-3 ათასი ადამიანი, ნახეს, რომ რესურსი არ ჰქონდათ და შემდეგ დაიშალნენ. რა თქმა უნდა არავითარი რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ, რომ თუნდაც ძალადობით მიაღწიონ რაიმე შედეგს. დღეს ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ის რეიტინგიც  კი მთლიანობაში განახევრებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რაც ჰქონდა თუნდაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს. რევოლუცია და ასეთი პროცესები გამორიცხულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება