fbpx

ირაკლი კობახიძე: ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ, დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება ქართული ხელბურთის მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს გამარჯვება ქართული ხელბურთის მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია.

„ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ! დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება ქართული ხელბურთის მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია. მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება