fbpx

ირაკლი კობახიძე: უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა, ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია “POSTV”-ის ეთერში მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, ჩინეთმა ბოლო წლების მანძილზე, ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი პროგრესი განიცადა, რაც საქართველოსთვის სამაგალითოა. მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, ანაკლიის პორტსაც.

“ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა მოდერნიზაციის, ეკონომიკური პროგრესის კუთხით. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანაც. ეს ქმნის რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს. ვიზიტის მსვლელობისას საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რითაც პირდაპირ არის ჩინეთი დაინტერესებული.
არსებობს ძალიან კონკრეტული თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა კონკრეტული შეთავაზებით ჩავიდა ქართული დელეგაცია ჩინეთში და როგორ ბრუნდება უკან, კობახიძემ განაცხადა, რომ იყო კონკრეტული შეთავაზებები, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

“ძალიან აქტიურად გამოითქვა თანამშრომლობის შესახებ მზაობა ჩვენი ჩინელი მეგობრების მხრიდან, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ კონკრეტული პროექტები განხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტი ჩინური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, მათი თანამონაწილეობა კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ჩვენი ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან მყარ საფუძველს.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება