fbpx

ირაკლი კობახიძე- საქართველო, ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის პირობებში, მოწინავე ქვეყნებს შორისაა, ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი  ზრდის ხელშეწყობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია

საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც სულ უფრო ნაყოფიერი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარების ახალი ტენდენციები და პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და აქტიური წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

„ჩვენი ქვეყანა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან, ხოლო 2021 წელს საქართველო, 4 წლის ვადით, პირველად გახდა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყანა;  ჩვენთვის ეს არის საუკეთესო საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ორგანიზაციის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში.

ტურიზმის სექტორი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი ზრდის ხელშეწყობა  საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის პირობებში, მოწინავე ქვეყნებს შორისაა.

მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის მდგრადი განვითარების სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, არაერთ ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მხოლოდ 2023 წელს 4.1 მილიარდ დოლარი შეადგინა; ეს საქართველოსთვის ისტორიული ნიშნულია და 26.2%-ით აჭარბებს  პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. გარდა ამისა, 2019 წლის მაჩვენებლები 76%-ით აღდგა და საქართველომ 7.1 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს; კერძოდ, არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, ვუმასპინძლებთ 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 9%-ით გაიზრდება და 4.5$ მლრდ დოლარს მიაღწევს; საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები  6.8 მილიონამდე  მგზავრს  მოემსახურება;  ეს გახლავთ 14%-იანი ზრდა გასულ წელთან შედარებით რაც განპირობებულია საქართველოსტურისტული პოტენციალის  განვითარებით, ავიაკომპანიებთან აქტიური  მოლაპარაკებებით მათ შორის სიხშირეების გაზრდისა თუ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლის მიმართულებით,ტურიზმი ის სფეროარომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის განმტკიცების, მშვიდობის დამყარების და ქვეყნების შემდგომი განვითარების პროცესში. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, დროული და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებით და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით, ჩვენ შევძლებთ ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც ყველას საერთო ინტერესია,“- განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება