საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც იძლევა შესაძლებლობას, გაიზომოს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე
„ეს განსაზღვრავს შერბილების და ადაპტაციის ხარჯებს, ხელს უწყობს პარტნიორებთან თანამშრომლობას და საფუძველს ქმნის დაფინანსების კოორდინაციისათვის, რათა გავაძლიეროთ გამძლეობა და მივაღწიოთ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებს. კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების პოლიტიკის ეფექტური განვითარება, ტრანსფორმაციული პროგრამები და ეკონომიკური ზრდის ინიციატივები განვითარებად ქვეყნებში დიდწილად არის დამოკიდებული პარიზის შეთანხმების მიზნებთან გლობალური ფინანსური ნაკადების წარმატებულ თანხვედრაზე. არსებითი ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარება და ტექნოლოგიურ სფეროში ცოდნის გადაცემის პროცესი მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, კლიმატის ცვლილებებთან მათი გამკლავების ამბიციური მიზნების ეფექტური განხორციელების თვალსაზრისით. დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოსთვის პატივია მონაწილეობა კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციაში, რომელიც ჩვენს რეგიონში ტარდება. მოდით, მივყვეთ გზას, რომლითაც ჩვენი კოლექტიური მიზნები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებად გარდაიქმნება. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, რათა ეს კონფერენცია წარმატებული შედეგებით დასრულდეს. ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად, – განაცხადა პრემიერ-