fbpx

ირაკლი კობახიძე: რამდენჯერაც პრემიერი პარლამენტში მოვიდა, იმდენჯერ დებატები 10:0 მოიგო, ეს არის ფაქტი

რამდენჯერაც პრემიერი პარლამენტში მოვიდა, იმდენჯერ დებატები 10:0 მოიგო, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„იმდენად დამარცხდა ოპოზიცია, რომ ინტერპელაციაზეც კი არ ითხოვენ პრემიერის მოსვლას. შესაბამისად, პარასკევსაც მორიგი დებატები დასრულდება 100:0, როგორც ეს წინა შემთხვევებში ხდებოდა და ამას საზოგადოება იხილავს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

30 ივნისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება