fbpx

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში

ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ ძალიან უჭირთ კონსტრუქციული მოქმედება.

„ამ ეტაპზე, რაც იკვეთება, მათ ძალიან უჭირთ, კონსტრუქციულად იმოქმედონ. ამას აქვს, სამწუხაროდ, ერთი მთავარი მიზეზი – ისინი არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და  სტაბილურ განვითარებაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ, ამისთვის გამოგვიცხადა ნდობა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც,“- განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება