fbpx

ირაკლი კობახიძე ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს მთავრობის  და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად  ვულოცავ ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას.

„საქართველოს და ინდოეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განვითარდა, რაც საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას. წარმატებებს ვუსურვებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მის  მნიშვნელოვან საქმიანობაში და ველი თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის სფეროში არსებულ საკითხებზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება