მაკა ბოჭორიშვილს საუკეთესოდ შეუძლია ყველა იმ საქმის გაკეთება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მაკა ბოჭორიშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, ისიც საპარლამენტო წიაღიდან მოდის.
„გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები საგარეო მიმართულებით და მაკა ბოჭორიშვილს საუკეთესოდ შეუძლია ყველა იმ საქმის გაკეთება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასთან. მინდა, მასაც ვუსურვო წარმატებები შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.