fbpx

ირაკლი კობახიძე – ირაკლი ჩიქოვანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ჩვენ ყველა მასთან ერთად გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე

ირაკლი ჩიქოვანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, თებერვლიდან, მისი ხელმძღვანელობით თავდაცვის სისტემაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა  და ჩვენ ყველა მასთან ერთად გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ჩიქოვანი ასევე საპარლამენტო წიაღიდან მოდის და დღეს წარმოადგენს თავდაცვის მინისტრს, არის მთავრობის ვიცე-პრემიერი.

„ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელმაც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, იმის მიუხედავად, რომ საქმიანობის მოკლე პერიოდი ჰქონდა. თებერვლიდან, მისი ხელმძღვანელობით სისტემაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მასთან ერთად გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე. ქართული ჯარი არის ჩვენი სიამაყე. თითოეული ქართველი ჯარისკაცი არის ჩვენი სიამაყე და რა თქმა უნდა, ჯარზე ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აქაც ეს საქმე საუკეთესო ხელშია ბატონი ირაკლი ჩიქოვანის სახით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება