fbpx

ირაკლი კობახიძე – თუ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტისმხრიდან სამართლიანი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის

თუ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლიანი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის, მთავარია, რომ ახლა მაინც მოვისმინოთ  სამართლებრივი არგუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, 14 მაისიდან 28 მაისამდე არის სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენის დრო და ეს არის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა.

„დაკავებული ამერიკელების თემაზე მე შეგნებულად ავარიდებ თავს პასუხის გაცემას, ეს ერთი. რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ჩვენ გვაქვს 14 დღე, ორი კვირა. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს არის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა, იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის, მთავარია, რომ მოვისმინოთ ახლა მაინც სამართლებრივი არგუმენტები. დღემდე ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. თუ ახლა მაინც მივიღებთ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, ნებისმიერ ასეთ არგუმენტს გპირდებით, გამოვეკიდებით, ოღონდ რამე მოვისმინოთ, რამე სამართლებრივი არგუმენტი მოგვაწოდონ და აუცილებლად გავიზიარებთ, თუ იქნება დასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნა. დაველოდოთ 14 მაისიდან 28 მაისამდე არის დრო ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება