fbpx

ირაკლი კობახიძე -დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა  საპატიმროში არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს , რომ ყოფილი  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ  კერძო კლინიკაში. 

კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება,რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოსსაპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:„ არ ვიცი ჩემთვის საინტერესო  არა არის ,შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო  კლინიკაში , ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი  უწყებები  საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ“. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება