fbpx

ირაკლი კობახიძე: გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი მოლაპარაკების ჩაშლა იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს მისი თვითმიზანი იყო.

whatsapp sharing button

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც, ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები. ულტიმატუმები მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის მაგალითად ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრის უმეტესობა, მათ შორის იმ პირთა უმრავლესობა, რომლებიც დიალოგის რეჟიმში იყვნენ ჩართულები კიევიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართებიან:

„შესაბამისად ასეთ ვითარებაში მათ ბუნებრივია, შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ყველა პუნქტი, გარდა ერთისა და ეს ერთი იყო პარლამენტში შესვლა, დაგვამადლეს. ყველა პუნქტი გარდა ერთისა იყო ის პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მიერ რაღაცეების გაკეთებას. ანუ ჩვენი პუნქტები იყო. ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება